saqarTvelos mRvimeebi - wyaltubos mRvime
თეთრა, კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ხომულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 100 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე დერეფნული ტიპისაა. მაქსიმალური სიმაღლე 8 მ. სიგანე 30 მ. ჯამური სიგრძე 100 მ. მშრალია, ციკლგავლილი. მრავლადაა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები. გამოყენებულია სამკურნალო მიზნებისათვის.